განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ
RDRC.GE
წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ
კატეგორია:  სიახლე

დღეს ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენები დაჯილდოვდნენ.

კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორმა ვანო კილტავამ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა  ფეხბურთის, მძლეოსნობის, ჭადრაკის და კარატეს ჯგუფის წევრების მიღწევებზე. 

ზემოთ აღნიშნულ სპორტის სახეობებში სპორტსმენებმა სხვადასდხვა ჩემპიონატებზე და შეჯიბრებებში  საპრიზო აგდილები დაიკავეს. 

ქუთაისში ჩატარებული ცხრა დღიან ღია საკვალიფიკაციო ტურნირზე სამტრედიელმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს და  სამტრედიაში 5 თასი ჩამოიტანეს. პირველ ადგილზე ნატალი გაბუნია და ვაჟა კაშია, მეორე ადგილზე - ბეგლარ ჭურკვეიძე და ხატია რუხაძე გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ლია ფახურიძემ. 

          მძლეოსნობაში, 100 მეტრზე რბენაში ლუკა რუსიამ მეორე ადგილი დაიკავა  ხოლო იმერეთის და საქართელოს  ღია პირველობაზე მე–3 ადგილი..

კარატეში ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი  მანანა მუქერიამ დაიკავა , მეოთხე ადგილი კი  მარიამ გოგიტაურმა.

2005-2006წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ფეხბურთის გუნდმა, ქუთაისში დავით თოხაძის ხსოვნის ტურნირზე 8 გუნდს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

2001-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ფეხბურთის გუნდმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ერთდღიან ტურნირზე,  მინი ფეხბურთში,  12გუნდს შორის,  პირველი ადგილი დაიკავეს.

სპორტსმენებს და მწვრთნელებს წარმატებები  მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამგებლის მაოდგილე ლიზა კრავეიშვილმა და მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ. 

 

  • კომენტარი: 4
  • ნახვა: 1202