სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-26 წლის პრიორიტეტების დოკუმეტის მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი 3
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მარტის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
პროექტ ,,ევროგარბენი მშვიდობის გზის“ ერთ–ერთი ორგანიზატორი და ძირითადი მონაწილე, 47 წლის ნოდარ ბერიძე, დღეს სამტრედიას ველოტურის ფარგლებში სტუმრობდა. იგი დილის 10 საათზე მუნიციპალიტეტის მერიასთან სამტრედიის მერს ვალერი ფოცხვერიას და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ნოდარ ბერიძე გახლდათ ცნობილი სამტრედიელი ველოსიპედისტის ჯუმბერ ლეჟავას მენეჯერი და პატრიარქის კურთხევით აგრძელებს მის გზას. მისიის მიზანია მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის პროპაგანდა.
ველომრბოლელი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და სამტრედიის შემდეგ ვანსა და ბაღდათში გაემართება. მისი მიზანია მოიაროს საქართველო და 26 მაისს თბილისში ჩავიდეს. ,,პროექტის მიზანი, პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაციაა. დიდი მადლობა მიღებისთვის. ეს ქალაქი არის ე.წ. ,,ველოსიპედისტების დედაქალაქი“ საქართველოში და თქვენ გაქვთ ყველანაირი მონაცემი, რომ ველოსპორტმა განვითარება პოვოს ამ ქალაქში,“ აღნიშნა მედიასთან საუბარში ნოდარ ბერიძემ.