განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაღმა ზონაში ბეტონის გზის მშენებლობა იწყება
RDRC.GE
გაღმა ზონაში ბეტონის გზის მშენებლობა იწყება
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციული თათბირი გაიმართა.

   მუნიციპალიუტეტის მერმა ველერიანე ფოცხვერიამ სამსახურის უფროსებისა და სოფლებში მერის წარმომადგენლებისგან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

   როგორც ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა ნოე ივანიაძემ განაცხადა , ფაროსანას საწინააღმდგო პრეპარატის გამოყენებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით , დაწყებულია მოსახლეობასთან საინფორმაციაო – საკონსულტაციო კამპანია.

   აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასაფლაოებისა და პანთეონის ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის გაერთიანების სამსახურმა ინტენსიური მუშაობა დაიწყო.

   წესრიგდება სასაფლაოები და მიმდებარე ტერიტორია. მოეწყო პარკირებისთვის საჭო ადგილები და იწმინდება არხები. მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა გაღმა ზონაში ბეტონის გზის მშენებლობის დაწყებას ,, მოგახსენებთ, რომ პირველად იწყება გაღმა ზონაში ბეტონის გზის მშენებლობა, თავდაპირველად ორ კილომეტრიანი გზები დაიგება. სამომავლოდ გზების სრული რეაბილიტაცია მოხდება. მაქსიმალურად ვეცდები , რომ ჩემი მერობის პერიოდში ქალაქში ყველა ქუჩა მოასფალტდეს.“ მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ საზოგადოებას აუდიტის სამსახურის უფროსი პაატა ხარებავა გააცნო, რომერლიც კონკურსის წესით იქნა დანიშნული.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1825