სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024 იმერეთის რეგიონულ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს სამტრედიის N-11 საჯარო სკოლის მძლეოსნებმა , რომლებაც პირველი ადგილი დაიკავეს და სასკოლო ოლიმპიადის იმერეთის ჩემპიონები გახდნენ . (მწვრთნელები გელა ცინცაძე , ავთო ქავზინაძე , მანანა ტყეშელაშვილი , მანანა ქართველიშვილი.)
მომდევნო ეტაპზე სამტრედიელი მძლეოსნები მუნიციპალიტეტის სახელით დასავლეთის რეგიონალურ პირველობაზე იასპარეზებენ და შეეცდებიან სამტრედია კვლავ ასახელონ.
რეგიონალურ და დასავლეთ საქართველოს თამაშებში მონაწილეობას სრულად უზრუნველყოფს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია.