სამედიცინო სკრინინგის აქცია

სამედიცინო სკრინინგის აქცია

   2 ნოემბერს, სამტრედიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე გაიმართება მასშტაბური სამედიცინო სკრინინგის აქცია, რომელიც ორგანიზებულია ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამტრედიის მერიის მხარდაჭერით.

   აქცია მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციულ შემოწმებას და დაავადებების ადრეულ გამოვლენას.

   სკრინინგი ჩატარდება თანამედროვე სამედიცინო მეთოდებით და კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით.

   სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა განხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

   მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უფასო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს დაავადებების ადრეულ აღმოჩენასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

   დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. +995 599 546 520

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი