სოხუმის დაცემის დღე
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას მემორიალები გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დავით ბახტაძე-,,31 ტკივილიანი წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან, 27 სექტემბერი არის გმირობის და იმავდროულად უდიდესი ტრაგედიის დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში. უამრავი ვაჟკაცი შეეწირა აფხაზეთის ომს და ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ ამ გმირების ხსოვნას. აფხაზეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება საქართველო.''
სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.