სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

   სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

   მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე.

   ამ ეტაპზე ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან კორპუსებს. თანამედროვე ენერგოეფექტური მასალით შეიფუთება ამორტიზებული კედლები, შეიცვლება კარ-ფანჯრები. პარალელურად, ფასადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის და კრავეიშვილის კორპუსებზე.

   პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ქუჩებს სრულიად ახალი იერსახე მიეცემა.

   ასევე, მდინარე ჭურთავაზე, ახალი ხიდების მოწყობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი