აქტიურად მიმდინარეობს გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები
დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე სამუშაოები განხორციელდა სოფელ გამოჩინებულში, სადაც სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
გზების გაწმენდა გაგრძელდება ეტაპობრივად და მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამის სოფელს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება და შეუფერხებელი კავშირი.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მერის მოადგილე დავით შემგელია და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა.
მუნიციპალიტეტი განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული სირთულეები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას აღმოფხვრილი.



