განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » NATO-ს დღეებს იმერეთის რეგიონი უერთდება
RDRC.GE
NATO-ს დღეებს იმერეთის რეგიონი უერთდება
კატეგორია:  სიახლე

   საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ნატოს დღეებს უკავშირდება და 11 წელია აღინიშნება, უკვე ტრადიციად იქცა. შეხვედრების მთავარი მიზანი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და ჩართულობის ამაღლებაა. დღეს მსგავსი აუდიენცია იმერეთის მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის ქუთაისში გაიმართა. მათ შორის იყვნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური. შეხვედრაზე, რომელსაც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი უძღვებოდნენ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდა. საუბარი შეეხო საქართველო–ნატოს ურთიერთობებს და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

   ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მუნიციპალიტეტებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული და გასართობი აქტივობები.

   შეხვედრის დასასრულს, რომელსაც რეგიონული მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დაისვა საინტერესო შეკითხვები ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

   შეგახსენეთ, ნატოს დღეები 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1073