დღის ცენტრი - „ლამპარი”
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დღის ცენტრს - „ლამპარი” ეწვია და ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.
ასევე, თარიღთან დაკავშირებით, დღის ცენტრს „Happy Day“-ის გუნდი სპეციალური გასართობი პროგრამით ესტუმრა.
მუნიციპალიტეტი მომავალშიც განაგრძობს შშმ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას და მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ზრუნვას.



