15 იანვარს საზეიმო კონცერტი გაიმართება

15 იანვარს საზეიმო კონცერტი გაიმართება

   15 იანვარს, 18 საათზე სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო კონცერტი გაიმართება.

   სამტრედიის მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს ჟანრობრივად განსხვავებული და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა ელოდება, სადაც ცნობილი ქართველი მომღერლები, ბენდის მუსიკოსებთან ერთად, საოცარ განწყობას შექმნიან.

   კონცერტის პირველ ნაწილში მაყურებლის წინაშე სოფო ბედია, სალომე ბაკურაძე და მასტერი წარსდგებიან, მეორე ნაწილს ჯგუფი ,,ურსა" დახურავს სოლო პროგრამით.

   ღონისძიების წამყვანები კი ტრადიციულად ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი იქნებიან.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი