ქალაქ ქუთაისში  ფესტივალ-კონკურსი „იმერეთის ხმა“გაიმართა

ქალაქ ქუთაისში ფესტივალ-კონკურსი „იმერეთის ხმა“გაიმართა

   ქალაქ ქუთაისში ფესტივალ-კონკურსი „იმერეთის ხმა“გაიმართა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით კონკურსში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ „იმედი“-ს უფროსმა თაობამ.

   ანსამბლის ხელმძღვანელის ანა აბზიანიძისა და პედაგოგის ლეილა რუხაძის პროფესიონალიზმის დამსახურებით ,,იმედმა’ არაერთ წარმატებას მიაღწია. ამჟამადაც ანსამბლ ,,იმედის“ მონაწილეებმა ფესტივალზე განსაკუთრებულად წარსდგნენ და სხვადასხვა ნომინაციებში საპრიზო ადგილები მიიღეს:

I ადგილი ლიზა ხარგელია და სანდრო გურგენაძე

II ადგილი მარიამ წიქვაძე და მათე გეორგაძე

III ადგილი მარიამ არველაძე

"პროფესიონალური არტისტიზმი"-მარიამ წიქვაძე

"საუკეთესო დუეტი"-მათე გეორგაძე და მარიამ წიქვაძე

"საუკეთესო დუეტი"-სანდრო გურგენაძე და ლიზა ხარგელია

   კონკურს-ფესტილის ჟიურის წევრები შემდეგი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილები : კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი და პოეტი ნანა ცინცაძე, რომლებმაც გამოავლინეს გამარჯვებულები.

   ფესტივალ-კონკურსი "იმერეთის ხმა" უკვე 11 წელია წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და იმერეთის რეგიონში ახალგაზრდა ნიჭიერ-მომღერალთა აღმოჩენა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი