საიუბილიო საღამო — „ბენია 111“

საიუბილიო საღამო — „ბენია 111“

   17 ნოემბერს, 14:00 საათზე, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება ბენია მიქაძისა და ანსამბლ „სანავარდო“-ს საიუბილიო საღამო — „ბენია 111“

   საღამოზე წარმოდგენილი იქნება ბენია მიქაძის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული უნიკალური საარქივო მასალები, რომლებიც სამტრედიის ხალხური მუსიკის ისტორიას ასახავს. ღონისძიების ფარგლებში შესრულდება ავთენტური ხალხური სიმღერები, რომელსაც წლების წინ სამტრედიელ უხუცესთა ანსამბლი „სანავარდო“ ასრულებდა.

   ღონისძიების ინიციატორია ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი „ჩვენთან“, მხარდამჭერები: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია და ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი.

დასწრება თავისუფალია!

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი