გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა

გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გარე განათების ახალი ქსელის მოწყობის პროცესს გაეცნო.

   სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ლაშა თევზაძის, რუსთაველის, მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩებზე, სადაც სრულად იცვლება ამორტიზებული ბოძები და მონტაჟდება ახალი, თანამედროვე, დეკორატიული განათების ბოძები.

   ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზეც. ლაშა თევზაძის ქუჩაზე უკვე ჩაირთო ახალი LED-განათება, რომელმაც ხილვადობა საგრძნობლად გააუმჯობესა.

   გეგმის მიხედვით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება. გარე განათების ქსელის სრული განახლება მომავალ წელსაც გაგრძელდება. მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს განათების ხარისხს და გადაადგილების უსაფრთხოებას.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი