სამტრედიაში ახალშობილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2000 ლარამდე გაიზარდა

სამტრედიაში ახალშობილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2000 ლარამდე გაიზარდა

   სამტრედიაში ახალშობილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2000 ლარამდე გაიზარდა

   დახმარების მისაღებად ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში. 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული თითოეული ახალშობილის შემთხვევაში, ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას – 2000 ლარის ოდენობით.

   აუცილებელია, ახალშობილის ერთი მშობელი მაინც იყოს რეგისტრირებული სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა;

   რეგისტრაცია უნდა იყოს უწყვეტად შენარჩუნებული ახალშობილის დაბადებამდე;

   დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 2000 ლარის ოდენობით თითო ახალშობილზე. თუ ახალშობილის მშობლები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები იქნებიან, ბავშვის დაბადების ადგილი (სამშობიარო) დახმარების მიღებაზე გავლენას არ მოახდენს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი