განცხადება
განცხადება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებების ელექტრონული ფორმით წარდგენა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (SUDA) და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის პროცესი. აღნიშნული პროცესი, ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომსახურების მიღებას.
ინიციატივის სამართლებრივი საფუძველია:
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილება – „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“;
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 43(1) და 101(2) მუხლები. აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან და გულისხმობს განაშენიანების დეტალური გეგმებისა და მშენებლობის ნებართვის / მშენებლობის შეტყობინების პროცესის სრულ დიგიტალიზაციას.
ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს:
ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღებას დროის, ფინანსებისა და ენერგიის დაზოგვით, სახლიდან გაუსვლელად.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული პლატფორმა MS.GOV.GE. MSDA-ს ელექტრონული სისტემა მოიცავს 3 პლატფორმას: ▫️ მოქალაქეთა ელექტრონული პორტალი – https://ms.gov.ge ▫️ საქართველოს ინტერაქტიული რუკა – https://maps.municipal.gov.ge
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა – https://apps.gov.ge
მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადებები (I კლასის მშენებლობები, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა/გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
სისტემა ასევე მოიცავს:
მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის);
ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
საქმისწარმოების მსვლელობის შესახებ SMS და Email შეტყობინებებს;
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებსა და ოფიციალურ შეტყობინებებს;
ელექტრონულად წარდგენილი განაცხადების არქივს.




