დავით ბახტაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

დავით ბახტაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
 დავით ბახტაძემ მოსწავლეებს წარმატებული, ნაყოფიერი და საინტერესო სასწავლო წელი უსურვა, პედაგოგებს კი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი