სამტრედიაში ანზორ მაჩიტიძის სახელობის საჭადრაკო მემორიალი გაიმართა

სამტრედიაში ანზორ მაჩიტიძის სახელობის საჭადრაკო მემორიალი გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ანზორ მაჩიტიძის სახელობის რიგით მეცხრე საჭადრაკო მემორიალი გაიმართა. ორდღიან ტურნირში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 200-მდე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები და საპრიზო ადგილების მფლობელები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა სტურუამ, მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ, ანზორ მაჩიტიძის ქალიშვილმა მაკა მაჩიტიძემ და სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კობა ძიძიგურმა დააჯილდოვეს.

ანზორ მაჩიტიძე ქართველი მწვრთნელი და მოჭადრაკე იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამტრედიასა და ვანში ჭადრაკის განვითარებაში. აქტიურად ზრუნავდა ახალგაზრდა მოჭადრაკეების მხარდაჭერასა და საჭადრაკო ტრადიციების გაძლიერებაზე.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი