წითელი ჯვრის საზოგადოების პირველადი ჯანდაცვის მობილური კაბინეტის ექიმების მიერ უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

წითელი ჯვრის საზოგადოების პირველადი ჯანდაცვის მობილური კაბინეტის ექიმების მიერ უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, მიმდინარე წლის 18-19 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველადი ჯანდაცვის მობილური კაბინეტის ექიმების მიერ უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება გაეწია დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის ბენეფიციარებს.
მოსახლეობას ჩაუტარდა სხვადასხვა სახის უფასო კვლევები და კონსულტაციები, მათ შორის: მუცლის ღრუსა და შინაგანი ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევა, კარდიოლოგიური დიაგნოსტიკა, სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა და ნევროლოგის კონსულტაცია.
ბენეფიციარებმა მადლიერება გამოხატეს აქციის ორგანიზატორების მიმართ და აღნიშნეს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფის კუთხით.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი