განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალის დახურვის ცერემონია
RDRC.GE
ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალის დახურვის ცერემონია
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიაში გაიმართა ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალის დახურვის ცერემონია. ღონისძიებაზე პრიზები გადაეცათ ტურნირის განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილ გამარჯვებულებს.

   აღსანიშნავია, რომ 16 წლიანთა კატეგორიაში საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა სამტრედიის მკვიდრმა მათე შენგელიამ, საუკეთესო მწვრთნელების კატეგორიაში ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავა ასევე სამტრედიელმა ბესო ლეჟავამ. ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა თასით, სიგელებითა და მედლებით.

   ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალი უკვე მეოთხე წელია ტარდება. წლევანდელი წელი რეკორდული იყო სტუმრების რაოდენობით, ბევრი ადამიანი ტურნირის ფარგლებში პირველად ეწვია სამტრედიას.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ ორგანიზატორი მაკა მაჩიტიძე, ალეკო არსენიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ვახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორი ვანო კილტავა ასევე მოწვეული სტუმრები და გულშემატკივრები.

   ანზორ მაჩიტიძის სახელობის მემორიალი დაემშიდობა მოჭადრაკეებს ზუსტად ერთი წლით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 532