დავით ბახტაძემ  სამუშაო თათბირი გამართა

დავით ბახტაძემ სამუშაო თათბირი გამართა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, სამუშაო თათბირი გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

   შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები, პრიორიტეტები და ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა, მიმდინარეობს ან უახლოეს მომავალში დაიწყება.

   დავით ბახტაძე: „ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული პროექტი ემსახურებოდეს რეალური პრობლემების გადაჭრას. საზოგადოების მოსაზრება და ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამ გზით ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მორგებულია ადგილობრივ საჭიროებებს და ზრდის მოსახლეობის კეთილდღეობას.“

   სამტრედიის მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს განვითარების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას – თანამშრომლობით, გონივრული დაგეგმვითა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგით.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი