განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მთავარი თემა - საქართველო
RDRC.GE
მთავარი თემა - საქართველო
კატეგორია:  სიახლე

   დღეს ნაბაკევის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო საქართველო. მონაწილეებმა მაყურებლის წინაშე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ცეკვები, სიმღერები და კოსტიუმები წარმოადგინეს.

   როგორც სკოლის დირექტორმა ეკა ჯამბურიამ აღნიშნა, ღონისძიებაში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები იყვნენ ჩართულები და ყველა ნომერი თავადვე მოიფიქრეს და მოამზადეს.

   ნაბაკევში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულოა სხვადასხვა ასაკის ბავშვის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში და მადლობა გადაუხადა ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 784