განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
RDRC.GE
სამტრედიაში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიაში აზიური ფაროსანის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ზომების გატარება. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ხელმძღვანელმა ელგუჯა კალაძემ აღნიშნა, სამტრედია ჩართული არის ფაროსანის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებში. კერძოდ მუნიციპალიტეტის სოფლებში მცენარეების შეწამვლა მიმდინარეობს. როგორც ელგუჯა კალაძემ აღნიშნა, ფაროსანი დასავლეთ საქართველოში აფხაზეთიდან შემოვიდა, სადაც გასულ წელს სოფლის მეურნეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. პრობლემას წარმოადგენს ის სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვისაც, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მუშაობითა და უცხოელი სპეციალისტების ჩარევით, ყველა ღონსძიება ტარდება ფაროსანის გავრცელების აღმოსაფხვრელად. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზევე ცვლილებები შევიდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების 2017 წლის პროგრამისა და მისი განხორცილების ხარჯის დამტკიცების შესახებ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის განკარგულებაში. საკრებულომ ასევე იმსჯელა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საკითხზეც. კერძოდ მოხდა 3400 ლარის სუბსიდირება, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის 80 წლის იუბილესთვის არის გათვალისწინებული. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესისი დამტკიცების თაობაზე . როგორც აღინიშნა , მომართვიანობა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი უსახლკარო პირების მხრიდან საკამოდ ბევრია. ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს შესაბამისი კომისიის მიერ შესწავლა ამ განცხადებების, კრიტერიუმების განსაზღვრა. სწორედ ამის შემდეგ მოხდება საჭიროებისდა შესაბამისად ამ ადამიანების დაკმაყოფილებაც. როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტში არსებობს შესაბამისი უძრავი ქონება, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული უსახლკარო ადამიანების დროებით განთავსებისთვის. საკრებულოს დღევანდე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არსებული , ასვე ქალაქ სამტრედიაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფრომით, სარგებლობაში გადაცემისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის. სხდომის დასასრულს დეპუტატებმა სამტრედიის მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა დაამტკიცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1504