განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ფერების ფესტივალი სამტრედიაში
RDRC.GE
ფერების ფესტივალი სამტრედიაში
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიის „მომავლის პარკში“ ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიება ფერების ფესტივალი გაიმართა. საღამოს უძღვებოდნენ აჩი ბოხუა(პანჩო) და ამიკო ჩოხარაძე. მონაწილეებს მშრალი ფერადი ფხვნილი დაურიგდათ, რომელიც წამყვანების მინიშნების შემდეგ ერთდროულად აყარეს მაღლა. ღონისძიებას, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მუსიკალურად აფორმებდა DJ Bad Smile Zuxa, ასევე მუსიკალური ნომრებით გამოდიოდნენ ჯგუფი „ბაბილონი“ , მასტერი და ადგილობრივი შემსრულებელი რამაზ შენგელია. საქართველო ყველაზე ფერად ღონისძიებას რამდენიმე წლის წინ შეუერთდა. სამტრედიაში პირველი ფესტივალი 2016 წელს ჩატარდა, რასაც მოსახლეობის დიდი აქტიურობა და ჩართულობა მოჰყვა. ფერების ან სიყვარულის ფესტივალი ასე ეწოდება მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ გასართობ აქციას, მისი სამშობლო ინდოეთია, ფესტივალი მარტის თვეში ტარდება გაზაფხულის შემოსვლის აღსანიშნავად.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1905