აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სააღმზრდელო გარემოს.

   №2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე აშენებულია ახალი ფლიგელი.

   პარალელურად, აქტიურ ფაზაშია 450 ბავშვზე გათვლილი №4 ბაგა-ბაღის მშენებლობა.

   მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა მომავალმა თაობებმა სრულყოფილ გარემოში მიიღონ განათლება. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით, მსგავსი პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.”

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი