სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრა გამართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ააიპ ორგანიზაციის ელმძღვანელებთან შხვედრა გამართა.
მერმა შეხვედრაზე დეტალურად განიხილა მუნიციპალიტეტის 7 პრიორიტეტი. ისაუბრა არსებულ საჭიროებებზე, მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. ,, ათასწლეულის პროექტია ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სხვა ნიშნულზე აიყვანს ჩვენ მუნიციპალიტეტს. მინდა აღვნიშნო, რომ მაგისტრალზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული აშენდება შეჩერების პუნქტი, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავლებისა და სამუშაო ადგილების წყარო იქნება“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ