გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
ძვირფასო სამტრედიელებო,
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მჯერა, რომ ახალი წელი თითოეული ჩვენგანისთვის იქნება მშვიდობის, ჯანმრთელობის, სიხარულისა და წარმატებების მომტანი
გასული წელი ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იყო სავსე. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და იმ ერთიანობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო აძლიერებს.
ვუსურვებ თითოეულ ოჯახს კეთილდღეობას, ბედნიერებას და უკეთეს მომავალს. ჩვენი გუნდი მომავალშიც თავდადებით გააგრძელებს მუშაობას, რათა სამტრედია კიდევ უფრო კომფორტული, ძლიერი და განვითარებული მუნიციპალიტეტი გახდეს.
გილოცავთ ახალ წელს! იყოს 2026 წელი წარმატებული ჩვენი ქალაქისთვის და საქართველოსთვის.



