გაღმა ზონის სოფლებში მიმდინარე სამუშაოები

გაღმა ზონის სოფლებში მიმდინარე სამუშაოები

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაღმა ზონის სოფლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

   გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე კაპიტონაზე რამდენიმე უბნის დამაკავშირებელი ხიდი ეწყობა. მოსახლეობის გადაადგილებისთვის მოწყობილია ალტერნატიული გადასასვლელი, რასაც მალე კაპიტალურად მყარი კონსტრუქცია შეცვლის.

   პაატა ამაღლობელი ადგილობრივი,

   ადგილობრივი მნიშვნელობის გზა იგება სოფელ გორმაღალში, რომელიც სოფელში მოსახლეობის დამაგრების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხებით ხდება.

   დავით ბახტაძე-,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კვლავ რჩება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა შორის. მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიან ზონაში გზის მოწყობა სოფლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული სამუშაოები ხარისხიანად სრულდება და ველოდებით მათ დროულ ჩაბარებას.”

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი