განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,ქართული მარტო ენაა?!“
RDRC.GE
,,ქართული მარტო ენაა?!“
კატეგორია:  სიახლე

   საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან ერთად ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტრის საჯარო სკოლების და წმ. ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები, ფილოლოგ ნინო ტონიას ხელძღვანელობით.

   1978 წელს, როცა ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის არსებობას საფრთხე დაემუქრა, ქართველთა უპრეცედენტო ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო და მან კვლავ ღირსეული ადგილი დაიკავა საქართველოს კონსტიტუციაში.

   დღევანდელ ღონისძიებას ბიბლიოთეკაში უძღვებოდა ,,სამტრედიის მაცნეს“ პასუხისმგებელი მდივანი, ლევან გაბეჩავა. ბიბლიოთეკის დირექტორმა, ლამარა დუნდუამ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

   ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ქართველ პოეტთა ლექსები წარმოადგინეს. შესრულდა საგალობელი და ქართულ მოტივებზე შექმნილი სიმღერა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 644