ტურნირი ,,Ateitis Cup"
საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ასაკობრივმა ჯგუფმა საერთაშორისო ტურნირში ,,Ateitis Cup" მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ნორჩმა ფეხბურთელებმა ღირსეულად წარმოაჩინეს მუნიციპალიტეტი და დაამარცხეს ძლიერი გუნდები.
სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ, გამარჯვება, მათ მშობლებს, საფეხბურთო სკოლას და მწვრთნელებს – მამუკა მესიაჩენკოს, კობა ბაკურაძეს და დათო ლომსაძეს – მიულოცა. მადლობა გადაუხადა ასევე სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელობას, ალექსანდრე სტურუას, სპორტულ პროცესში ჩართულობისთვის.
მერის განცხადებით, აღნიშნული წარმატება იქნება საფუძველი მომავალში კიდევ მრავალი გამარჯვების მისაღწევად.