სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა

   „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

   პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

   საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.

   პროგრამაში მონაწილეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

   პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

   განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:

    ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;

    ქ. გორი, სამების ქ.N1;

    ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა; ▪︎

    ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;

    ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

   დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.su/fsPUK

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი