26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
გიწვევთ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე! მოდით მთელი ოჯახით და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი დღესასწაული!
დღის განრიგი:
12:00 სთ
ადგილობრივი მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერი);
სამხედრო ტექნიკის გამოფენა (ნ. ნიკოლაძის მოედანი);
სპორტული ღონისძიებები: ფალავნობა და მკლავჭიდი (მომავლის სკვერი).
13:30 სთ
ქორეოგრაფიული ანსამბლების კოსტიუმირებული მსვლელობა (ნ. ნიკოლაძის მოედანი).
14:00 სთ
კონცერტი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია).
16:30 სთ
შეჯიბრი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში: ცხენბურთი, მარულა, ისინდი;
ტრადიციული დოღი სხვადასხვა დისტანციებზე (ილორის იპოდრომი).
მოდი და გაიზიარე დღესასწაული შენს ქალაქთან ერთად!