დავით ბახტაძე სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

დავით ბახტაძე სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, დიდ ჯიხაიშში მდებარე ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო.

   კონფერენცია, სახელწოდებით - „ნიკო ნიკოლაძე, ფინანსური განათლება და საბანკო კულტურა: ისტორიული გამოცდილება თანამედროვე პერსპექტივისთვის“ ბანკირის პროფესიულ დღეს მიეძღვნა. სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკურ მემკვიდრეობასა და საქართველოში საბანკო კულტურის განვითარებაზე მოხსენებები წარუდგინეს.

   აგრეთვე, კონფერენციის ფარგლებში, მოეწყო ნიკოლაძისეული უნიკალური ნივთების გამოფენა, რომლებიც ქუთაისელი მუზეუმელის, რამაზ ობოლაძის პირად კოლექციაშია დაცული.

   ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახლ-მუზეუმის დირექტორმა გიორგი ფანცულაიამ და ნიკო ნიკოლაძის მიერ საქართველოში ეკონომიკური აზროვნების, ფინანსური განათლებისა და პროგრესული ხედვების ჩამოყალიბებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

   ღონისძიება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ეკონომიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას, სამეცნიერო კვლევებისა და ფინანსური განათლების პოპულარიზაციას.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი