გაზეთ ,,ივერიის” გაციფრულება მოხდა

გაზეთ ,,ივერიის” გაციფრულება მოხდა

   საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ,,გიგანტური წიგნები” ფარგლებში, უნიკალური გამოცემის-გაზეთ ,,ივერიის” გაციფრულება მოხდა.

   პროექტის პრეზენტაცია დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომლის ორგანიზატორი, სხვა ბევრ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა იყო. მიუხედავად მცირე ტირაჟისა, ქალაქის ამ კულტურულ კერას პატივი ერგო გაციფრულებული ,,ივერიის” კრებულს აქ დაედო ბინა.

   პროექტის და ,,ივერიის” მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს” ჟურნალისტმა ნათია ნაცვლიშვილმა.

   წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა იმ ქართველ მამულიშვილებზე, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ,,ივერიის” ძლიერ, საზოგადოებრივ ინსტიტუციად ქცევაში.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ივერიელებზე და მათ მოღვაწეობაზე მოხსენებები წაიკითხეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

   გაციფრულებული ,,ივერიის” მრავალგვერდიანი კრებული დღეიდან დაინტერესებული მკითხველისთვის ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი