საქართველოს დამსახურებული ექიმი, გენო გეგეშიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს
დღეს, სამტრედიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ყველასთვის ცნობილი სამტრედიელი, გამორჩეული ნიჭისა და ერუდიციის მქონე პიროვნება, საქართველოს დამსახურებული ექიმი, გენო გეგეშიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მუზეუმის სხდომათა დარბაზში ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც კარგად იცნობდნენ ბატონ გენოს და მასთან მეგობრული, თუ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ.
სამტრედიაში ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით გენო გეგეშიძე არა მარტო სამედიცინო სფეროში იყო ცნობილი. იგი ცენტრალური ბიბლიოთეკისა და გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს” დიდი ოჯახების ამაგდარი გახლდათ. საოცარი მეკალმე მაღალი ტრიბუნებიდან ამბობდა სათქმელს, რომელიც მუდამ გამორჩწული იყო პროგრესულობითა და ღრმა ანალიზით.
ბევრი სიკეთე თესა, უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა, უამრავს გზა გაუკაფა… და დღევანდელი დღეც მისი სიყვარულის დასტურად იქცა.
გენო გეგეშიძემ სამტრედიის ისტორიაში საპატიო ადგილი სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა.