ახალი წლის დღეები იწყება!

ახალი წლის დღეები იწყება!

   ახალი წლის დღეები იწყება! 28 დეკემბერს, 17:00 საათზე

   ქალაქ სამტრედიაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართება საახალწლო ღონისძიება.

   საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: სოფო ხალვაში, ანი კეკუა, გიორგი მეფისაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, „ჩვენი კვარტეტი“ და „ღამის შოუს ბენდი“. კონცერტს წარუძღვებიან გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე. საახალწლო კონცერტები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში — 64 მუნიციპალიტეტში. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ღონისძიებები მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს.

   ღონისძიების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.

საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა, ხოლო ღონისძიებას დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი. შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა! დასწრება თავისუფალია

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი