შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ასევე ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამების მიმდინარეობა განიხილა.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი თითოეული პროექტი მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე - მუნიციპალიტეტში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა.
მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილეები დაესწრნენ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი