მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა რეგისტრაციის მიმდინარეობა, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და დაიგეგმა შემდეგი ეტაპების ეფექტიანი განხორციელება. აღსანიშნავია, რომ სამტრედიის ტერიტორიაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი უკვე დაახლოებით 80 პროცენტით არის დასრულებული, ხოლო დარჩენილ 20 პროცენტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტი და საჯარო რეესტრის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა რეგისტრაციის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მარტივი და ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის. მიზანია, უახლოეს მომავალში მიწის რეგისტრაცია სრულად დასრულდეს და მოქალაქეებმა ისარგებლონ საკუთრების დაცვის სრულფასოვანი შესაძლებლობებით.