სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა.

   შეხვედრაზე მერმა მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. განხილვის მთავარი თემები იყო მიმდინარე, დაგეგმილი და უკვე დასრულებული პროექტები, ასევე სამუშაო პროცესში არსებული გამოწვევები.

   დავით ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და შესაბამის სამსახურებს მათი განხორციელების მაქსიმალური მონიტორინგი დაავალა, რათა სამუშაოები ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულდეს.

   შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, თუ რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უახლოეს პერიოდში საერთო კრებები დაიწყება, სადაც მოქალაქეები საკუთარ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს დააფიქსირებენ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი