სამუშაო შეხვედრა მიმდინარე საკითხებზე

სამუშაო შეხვედრა მიმდინარე საკითხებზე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა.

   შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერიის სამსახურის უფროსები და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები.

   მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე პროექტები, მათი ხარისხი და დროულად დასრულების მნიშვნელობა.

   მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ასევე შეთანხმდა კონკრეტული დეტალები და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები. მერის თქმით, მთავარი პრინციპია, რომ ყველა საქმიანობა მოქალაქეზე იყოს ორიენტირებული და რეალურად ემსახურებოდეს მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი