აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა

აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა

   ქალაქ სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.

   პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ გამართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონისა და სამტრედიის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელები, ასევე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლები.

   შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის დეტალები. მერმა დავით ბახტაძემ გააჟღერა კონკრეტული შენიშვნები, გაიმართა დეტალური ინფორმაციის გაცვლა და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.

   პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

   არსებული სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია;

   15 კმ მაგისტრალური მილისა და 60 კმ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობა;

   2,500-ზე მეტი სახლისა და 15-ზე მეტი მრავალსართულიანი კორპუსის დაერთება სისტემაზე;

   მოსახლეობის გამრიცხველიანება.

   პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მხარდაჭერით.

   გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დაიწყება სამტრედიის გამწმენდი ნაგებობის, 148 კმ წყალარინების და 46 კმ სანიაღვრე ქსელის მშენებლობა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი