წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია
ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულმასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში:
სრულად რეაბილიტირდება არსებული სათავე ნაგებობა
მოეწყობა 15 კმ მაგისტრალური მილი და 60 კმ წყალმომარაგების ქსელი
დაგეგმილია 2500-ზე მეტი სახლისა და 15-ზე მეტი მრავალსართულიანი ბინის ქსელში დაერთება
მიმდინარეობს მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 23,549.5 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და მოიცავს, ასევე, 148 კმ წყალარინებისა და 46 კმ სანიაღვრე ქსელის მშენებლობას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ურბანულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას.
პარალელურად, სამტრედიაში შენდება 450 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. პროექტი ითვალისწინებს უსაფრთხო და მყუდრო სასწავლო გარემოს, სათამაშო ზონებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ჯანმრთელ და ჰარმონიულ განვითარებას.