ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია როგორც ქალაქის, ისე სოფლის დასახლებების განვითარებასა და კეთილმოწყობაზე.

   მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

   „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული განვითარება მოიცავდეს როგორც საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების, ისე სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, სამტრედია იყოს ქალაქი, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული, უსაფრთხო და მრავალმხრივი გარემო ცხოვრებისათვის,“- განაცხადა დავით ბახტაძემ.

   ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს ორი სკვერის სრული რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცეების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებას. პარალელურად, ხორციელდება საცხოვრებელი ბინების განახლების პროექტები, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნას.

   ნიკოლეიშვილის ქუჩაზე ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, რომელიც გახდება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელოვანი სივრცე.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი