ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება

ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ღანირში, მანჯგალაძეების უბანში სადაც გზის საფარი იგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

   სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, სამტრედიის მერი დავით ბახტაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამირან თევდორაძე. მათი განცხადებით, პროექტი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და დასრულდება განსაზღვრულ ვადებში.

   დავით ბახტაძემ აღნიშნა: “გზის რეაბილიტაცია ჩვენი პრიორიტეტია. ამ პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.”

   ადგილობრივები პროექტის განხორციელებას დადებითად აფასებენ.

   ღანირის მკვიდრი სოსო მანჯგალაძე ამბობს: “ჩვენს სოფელში კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა, ამ გზის კეთილმოწყობა ყველას ცხოვრებას გაგვიმარტივებს.”

   აღნიშნული გზა ადგილობრივებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენდა, შესაბამისად, მისი განახლება მოსახლეობის გადაადგილებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი