სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა

   საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა. რ

   ეგიონული განვითარების მინისტრმა, სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად, იმერეთში შემავალი მუნიციპალიტეტების მიხედვით, ხელმძღვანელი პირებისგან განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

   სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.

   შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: მამუკა ხიმშიაშვილი, ბესიკ გოფოძე, გრიგოლ დალაქიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი