დავით ბახტაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან, ლაშა ნიკოლეიშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, კახა ნადირაძესთან ერთად, ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ქალაქში ჯამში 106 მრავალბინიანი კორპუსია და ადგილობრივი ხელისუფლების მიზანია, ეტაპობრივად ყველა კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდეს, რათა ქალაქის იერსახე თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
ამ ეტაპზე ერთდროულად დაახლოებით 12 კორპუსზე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო ჯამში უკვე 34 მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია დასრულებულია.
სამუშაოები მიმდინარეობს ძმები ნინუების ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, თამარ მეფის ქუჩასა და ლაშა თევზაძის ქუჩაზე. მუნიციპალიტეტში ასევე გრძელდება ახალი პროექტების დაგეგმვა, რათა სარეაბილიტაციო პროცესი მომავალ პერიოდშიც აქტიურად გაგრძელდეს



