ბაგა-ბაღების მშენებლობა

ბაგა-ბაღების მშენებლობა

   საქართველოს Მთავრობის მხარდაჭერით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო ინფასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს.

   ამ ეტაპზე მშენენლობა მიმდინარეობს N -2 საბავშვო ბაღში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად ახალი ფლიგელის მშენებლობა მიმდინარეობს.

   აღნიშნული პროექტი ფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და სულ მოკლე ხანში მივიღებთ ახალ, თანამედროვე კომფორტულ საბავშვო ბაღს.

   პარალელურად მიმდინარეობს 450 ბავშვზე გათვლილი მე-4 ბაგა-ბაღის მშენებლობა. უკვე დასრულდა იანეთის ბაგა-ბაღიც.

   მიმდინარე მშენებლობები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე- ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ სრულყოფილ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში მიიღოს განათლება. ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით, მსგავსი პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ''

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი