განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ტოლების თემში დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს
RDRC.GE
ტოლების თემში დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხერიამ დაათვალიერა სოფელ ტოლებში მთის ქანის ჩამოშლის შედეგად დამეწყრილი ტერიტორია. მეწყერმა ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ნაწილობრივ გადაკეტვა გამოიწვია.

   უახლოეს მომავალში გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე გადაწყდება თუ რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდა.

   უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხევისწყალას მარცხენა სანაპიროზე ჩამოირეცხა ნაპირი და საჭიროა ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს პროექტი წარდგენილია და მზად არის ექსპერტიზაზე გასასვლელად. ,, გარდა გზისა და ნაპირსამაგრი გაბიონის დაზიანებისა სტიქია შეეხო სოფელ ტოლებში მცხოვრებ მჟავიების ოჯახს. მდინარემ გამოუნგრია მათ სახლის საყრდენი. ყველანაირად ვეცდებით პრობლემა უახლოეს დღეებში მოვაგვაროთ „ –განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1649