სტარტი აიღო მე- 20 საერთაშორისო მემორიალურმა  ტურნირმა ხელბურთში

სტარტი აიღო მე- 20 საერთაშორისო მემორიალურმა ტურნირმა ხელბურთში

   სამტრედიაში სტარტი აიღო ვახტანგ ხელისუფალისა და მილერი ქიშმარიას სახელობის მე- 20 საერთაშორისო მემორიალურმა ტურნირმა ხელბურთში ვაჟთა და გოგონათა შორის, ტურნირის ორგანიზატორია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია და სამტრედიის ხელბურთის კლუბი და მერიის სპორტის სამსახური, გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს 18 ოქტომბერს გაიმართა.

   სამდღიან ტურნირში რვა გუნდი იღებს მონაწილეობას: სამტრედიის, ერევნის, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ქუთაისის, ზესტაფონის, გორის გოგონაღა და ვაჟთა გუნდები. ფინალური შეხვედები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

   ვახტანგ ხელისუფალისა და მილერი ქიშმარიას სახელობის ხელბურთის მემორიალს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში მდებარე დახურული დარბაზი მასპინძლობს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი