განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 2 აპრილს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა
RDRC.GE
2 აპრილს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა
კატეგორია:  სიახლე

   2 აპრილს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

   სხდომას ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა. სხდომის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასაფლაოებისა და პანთეონის ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის გაერთიანების მიერ სასაფლაოების მოწესრიგება წარმოადგენდა.

   კეთილმოეწყო ქალაქისა და სოფლების სასაფლაოები და მიმდებარე ტერიტორიები. მოწესრიგდა პარკირების ადგილები და გასუფთავდა და გაიჭრა საწრეტი არხები.

   ცვლილება შევიდა 2018 წლის საცხენოსნო კლუბის ხარჯებში. კლუბის მიერ შეძენილი იქნება დამატებით ერთი ცხენი.

  განხილული თემები წარმოდგინეს საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა არზუმანიანმა, იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა სირბილაძემ და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძემ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაადრევად მიულოცა საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1135